საახალწლო საჩუქრები რუსთაველ ბავშვებს [photo]

2020-12-27 23:27:21

კომპანია "უჯმალენდის" წევრებმა რუსთავში მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს წინასაახალწლო საჩუქრები დაურიგეს.

ბავშვებს პროდუქტები, ტკბილეული და სათამაშოები თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ მიუტანეს.

"უჯმალენდის" ერთ-ერთმა დამაარსებელმა თამუსია ლეთოდიანმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექნმა იყო.

"ჩვენი მიზანია გაჭირვებულ ოჯახებში სტუმრობა, რომლებთაც 1 და მეტი ბავშვი ჰყავთ. მივუყვანოთ სანტა და ფიფქია საჩუქრებით, რათა საახალწლო განწყობა შევუქმნათ. ასევე მიგვაქვს პროდუქტები. აქციის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ოჯახში შევიტანოთ საახალწლო განწყობა და ბევრი პატარას გაბრწყინებული თვალები ვნახოთ, რაშიც დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები და რამდენიმე კომპანია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თამუსია ლეთოდიანმა.

ამ დროისთვის "უჯმალენდის" თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ 18 ოჯახში 50-მდე ბავშვის გახარება შეძლეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები