რუსთავის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმ მამაკაცის დასჯას ითხოვენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ლურსმნიანი ჯოხით, ძაღლი მოკლა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრები“-ს თავმჯდომარის განცხადებით, აქციის მონაწილეები, დამნაშავის მაქსიმალური სიმკაცრით, დასჯას ითხოვენ. „გადავდოთ ცოტახნით ლოიალურობა გვერდით, კანონი ამ შემთხვევაში ისედაც ლოიალურია და დამნაშავე დაისაჯოს, კანონის ფარგლებში სრული სიმკაცრით“. აქციის მონაწილეების თქმით, პროკურატურასთან მათი შეკრების მიზეზი, მამაკაცის დაკითვის შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა. მათი ინფორმაციით, დამნაშავე დაემუქრა, ყველა იმ პირს, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საკითხთან დაკავშირებით, აქციის მონაწილებმა პროკურორთან უკვე ისაუბრეს.
პროკურატურის წინ, შემთხვევის თვითმხილველები და არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.