5 წელი სტადიონის მოლოდინში

2017-06-18 18:06:11

„ინფო რუსთავს“ მეგობრობის №10 ქუჩის მაცხოვრებლები მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ცნობილი გახდა იმ უბნების სია, სადაც 30 სტადიონი უნდა აშენდეს. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეზოში უკვე 5 წელია სტადიონი აღარ ფუნქციონირებს. 2012 წელს ძველი სტადიონის დემონტაჟი ერთ-ერთმა კომპანიამ განახორციელა. ადგილობრივების თქმით ძველ ადგილზე ახალი სტადიონუ უნდა აშენებულიყო. "არჩევნების დროს მოდიან გვპირდებიან, რომ სტადიონი გექნებათ, მაგრამ წლებია გვატყუებენ. ახალ სატდიონს ჯერ  ქალაქის მერი დაგვპირდა, შემდეგ კი მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე. ჩვენდა გასაკვირად რატომღაც იმ ქუჩებს შორის, სადაც 30 ახალი სტადიონი აშენდება მეგობრობის №10  ვერ მოხვდა" - აცხადებენ ადგილობრივები. მოსახლეობის თქმით ყოფილი სტადიონის ტერიტორიას ავტომობილების გასაჩერებლად იყენებენ და ამის მერე ეზოში ფაქტობრივად ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი აღარ დარჩა. კორპუსის მაცხოვრებლები მოითხოვენ რომ ახალი სტადიონის აშენება მათ ეზოშიც მოხდეს.