ეპიდვითარება რუსთავში

2020-12-23 20:53:38

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

24 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 103 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 21-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ხოლო 3 პირს ვირუსი PRC ტესტით დაუდგინდა.

9 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში. კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 პაციენტს ანტიგენზე დამზადებული ტესტები გაუკეთდა, საიდანაც 9 კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები