"ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებულია"

2020-12-23 12:10:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას, განცხადებით 2021 წლიდან მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებსა და მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში ვსაუბრობთ იმ სისტემურ ფუნქციებზე და სამსახურებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელისუფლებას და სახელმწიფო მომსახურებას მოქალაქეებისთვის.

ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებლები. ყველა ეს ის მიმართულებაა, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით ისევე, როგორც ხელფასების ზრდა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ",- განაცხადა გახარიამ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები