მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა (ვიდეო)

2017-06-18 12:58:21

მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას "კლინიკა რუსთავში" მოხდა. "ინფო რუსთავთან" კლინიკის მთავარი ექიმი გოჩა კინწურაშვილი აცხადებს რომ მშობიარე 4 საათზე შემოიყვანეს, მშობიარობის დროს სანაყოფე გზებით მოხდა ემბოლიის განვითარება და სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ჩვილის გადარჩენა მოხერხდა, ის ამჟამად თბილისის კლინიკაშია გადაყვანილი.

კლინიკასთან შეკრებილები არიან გარდაცვლილის ნათესავები, ისინი სიმართლის დადგენას მოითხოვენ. შსს-ში აცხადებენ რომ - "საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობას გულისხმობს. ასევე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". ნახეთ ვიდეო.


RUSTAVI