2021-01-06 15:29:22
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელს სპორტულ-კულტურული ღონისძიებები თითქმის შეჩერებულია, "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოხვდა არაერთი რუსთაველი, რომელმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწია.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ გასულ წელს საინფორმაციო სააგნეტოს მიერ გაშუქებულ სასიამოვნო ფაქტებს, რომლებიც რუსთაველების წინსვლასთანაა კავშირში.
2020 წელს:
რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ უნგრეთში გამართულ კანოეს ჩემპიონატში გაიმარჯვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ნახეთ ბმული
რუსთაველი მომღერალი ირაკლი კაპანაძე მუსიკალური კონკურსის "დიდი სცენა" გამარჯვებული გახდა. ნახეთ ბმული
ბულგარეთში, საერთაშორისო ტურნირზე, რუსთაველი მოკრივემ ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ნახეთ ბმული
18 წლის რუსთაველმა დათუნა შაქარაშვილმა, ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, 200 000$-ის დაფინანსება მოიპოვა. ნახეთ ბმული
18 წლის რუსთაველი ანა აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიოვას შტატის უნივერსიტეტში (Iowa State University) ჩაირიცხა. ნახეთ ბმული
11 წლის რუსთაველმა თორნიკე თეზელაშვილმა CASTLE RIDERS 2020-ის ფარგლებში გამართულ ბავშვთა მოტო შეჯიბრში გაიმარჯვა. ნახეთ ბმული
რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ნახეთ ბმული
რუსთაველ მოცეკვავეთა ჯგუფი "მოზაიკა" კონკურსის "ნიჭიერი" ფინალურ ეტაპზე მოხვდა. ნახეთ ბმული
რუსთავის სკოლებს 8 მენტორი მასწავლებელი შეემატა. ნახეთ ბმული