მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

2017-06-17 15:24:04

მამაკაცი, რომელიც დღეს მე-5 სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა. იგი კლინიკა „რუსთავში“ იყო მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებოდა, თუმცა როგორც კლინიკა „რუსთავი“ ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებს, მამაკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, მესხიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 10 საათზე მოხდა.