სპეცოპერაცია გლდანში

2020-12-19 21:32:06

მამაკაცი, რომელიც გლდანში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში თავის აფეთქებით იმუქრებოდა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ეჭირა ხელყუმბარა, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში იყო.

სავარაუდოდ, პირი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, ნასვამ მდგომარეობაშია.

როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, მომხდარი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება და მამაკაცი ამ გზით ყოფილ ცოლთან შეხვედრას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მას ქალთან მიახლოება ეკრძალება.

სპეცოპერაცია გლდანში, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცვები ამ დროის განმავლობაში მამაკცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები