რუსთავში არსებული სათევზაო აქსესუარების მაღაზია "თეთრი თევზი" ამჯერად რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს დაეხმარა.
მაღაზიის მეპატრონე გიორგი ხუროშვილმა ცენტრის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები შეუძინა და გადასცა.
სათევზაო აქსესუარების მაღაზია "თეთრი თევზის" მეპატრონე საქველმოქმედო კამპანიას აგრძელებს. როგორც გიორგი ხუროშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, უკვე გამოთქვა რამდენიმე რუსთაველმა ბიზნესმენმა სურვილი, მას ამ კამპანიაში შეუერთდეს და კეთილი საქმის კეთებაში წვლილი შეიტანოს.