საქველმოქმედო აქცია მოხუცების დასახმარებლად [photo]

2020-12-11 17:20:15

რუსთავში არსებული სათევზაო აქსესუარების მაღაზია "თეთრი თევზი" მოხუცთა თავშესაფარ "ქსენონს" დაეხმარა.

მაღაზიის მეპატრონე გიორგი ხუროშვილმა თავშესაფარის ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები და საჭირო ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

როგორც რუსთაველმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, აღნიშნული სოციალური აქტივობით საფუძველს უყრის ერთგვარ საქველმოქმედო კამპანიას, რომელშიც სხვა ბიზნესებსაც იწვევს.

გიორგი ხუროშვილის თქმით, სურს, რომ ამგვარ სოციალურ აქტივობებს მრავალჯერადი ხასიათი მისცეს და ამ ეტაპზე ცდილობს მოიძიოს ფინანსები იმ ბავშვების დასახმარებლად, რომელთაც ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ.