ასლანიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2017-06-16 17:44:20

რუსთავში ასლანიკაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა და გზის დაგების სამუშაოები მიმდინარებს. კერძოდ, გზა და სანიაღვრე ქსელი სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩიდან მოყოლებული ასლანკიაშვილის ქუჩის მთელ ტერიტორიაზე გაკეთდება. სამუშაოები, რომელსაც  შპს "გზატკეცილი+" ახორციელებს, 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.