რუსთავში ავტომობილი გასართობ ცენტში შევარდა [video]

2020-12-17 00:30:11

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა განუცხადა, მას გზაზე ავტომობილი მოუცურდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ჯერ ნაგვის ურნას შეეჯახა, შემდეგ კი გასართობი ცენტრის შენობაში შევარდა.

ავარიის დროს ავტომობილში მძღოლთან ერთად კიდევ ერთი მგზავრი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები