„რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. არანაირი შეფერხება არ ყოფილა, ტექნიკური მხარე გამართული იყო. ბაღებში ამ ეტაპზე მოხვდებიან ისინი, ვინც ყველაზე სწრაფები იყვნენ“. ამის შესახებ, „ინფო რუსთავს“ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, მშობლები პასუხს, მოხვდნენ თუ არა მათი შვილები სასურველ ბაგა-ბაღში ხვალ, დაახლოებით 14:00 საათზე გაიგებენ.
მშობელი, ბავშვის პირადობის მოწმობის საშუალებით, საიტზე rustavikids.ge გაიგებს, ბავშვი მოხვდა, ბაღში, თუ სარეზერვო სიაში.