ძლიერი აფეთქების ხმა რუსთავში

2020-12-15 00:05:37

რუსთავში, დაახლოებით 15:10 საათისთვის ძლიერი აფეთქების ხმა იყო, რასაც მცირე ბიძგებიც მოყვა.

აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

მათი თქმით, აფეთქების დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა. ხმა და მცირე ბიძგები მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო და იგრძნო.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, აფეთქება, რომლის ხმა რუსთავშიც ისმოდა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ბაზაზე გეგმიური სამხედრო საარტილერიო სწავლებები მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები