რუსთავში თოდრიას ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული 4 ჯიხური აიღეს. თოდრიას ქუჩის რეაბულიტაციასთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა ქუჩა ჯიხურების, უკანონო კონსტრუქციებისა და შემოღობებვისგან გაათავისუფლა.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.