ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2017-06-16 11:39:00

მარნეული - სადახლოს მაგისტრალზე მომხდარ ავტსაგზაო შემთხვევას, 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ  გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა.

მძღოლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. შსსში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. საქმე აღძრულია 276 მუხლის 5 ნაწილის მიხედვით, ტრანსპოტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს