რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტილია

2020-12-13 15:14:34

რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტილია. მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩქაროსნული მაგისტრალიდან ქალაქში შემოსვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გზის შემდეგი მონაკვეთი: 1. ახვიდეთ მომსახურების სააგენტოსკენ, მოატრიალოთ ავტომობილი, გადმოხვიდეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე თბილისის მიმართულებით და სანამ რუსთავის მთავარ შემოსასვლელ ხიდს მიუახლოვდებით გადაუხვიოთ მარჯვნივ. ასე მოხვდებით შარტავას გამზირზე.

2. ისარგებლოთ ლომოურის ქუჩით.

3. ისარგებლოთ თბილისის ქუჩით.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი შემოსასვლელი დღის ბოლომდე გაიხსნება.