რუსთავში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა.
63 წლის ქირურგი ნუგზარ სამხარაძე კლინიკა "რუსთავში" იყო დასაქმებული.
როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ლუკა სალუქვაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ექიმს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, კოვიდ19-მა კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.
"მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აქვს გადატანილი, შესაბამისად ინფიცირების შედეგად მისი მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვმართავდით მის მდგომარეობას, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ლუკა სალუქვაძემ.