რუსთავის გასასვლელში საცობია

2020-12-11 16:45:47

რუსთავის გასასვლელში საავტომობილო საცობია.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მიზეზი თბილისის მიმართულებით შეზღუდული მოძრაობაა.

ქალაქის გასასვლელს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სავარაუდოდ, გზა რამდენიმე წუთში გაიხსნება და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

მოძრაობის შეფერხების მიზეზი რუსთავი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები