ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე

2020-12-11 16:17:47

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სატვირთოს მძღოლი სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით, საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო საცობია წარმოქმნილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები