აფეთქება ჩინეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში (ვიდეო)

2017-06-15 16:38:54

ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე საბავშვო ბაღში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, ამის შესახებ Telegraph წერს. აფეთქება ქალაქ ფენგსიანის საბავშვო ბაღის შესასვლელში გაისმა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 7 ადამიანია დაღუპული. ასევე უცნობია, იყო ეს განზრახ მოწყობილი აფეთქება, თუ უბედური შემთხვევა. ნახეთ ვიდეო.