რუსთავში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

2020-12-10 17:52:20

რუსთავში კოვიდ19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქალაქში არსებულ კოვიდის მიმღებ ცენტრებში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

85 წლის ქალი, რომელის გარდაცვალების მიზეზიც კორონავირუსი გახდა, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მთავსებული.

როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, კოვიდ19-მა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ექიმებმა კოვიდინფიცირებულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები