კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-08 19:57:51

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 65 ახალი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 187 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 65-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ერთი ახალი შემთხვევა კი ცენტრალური კლინიკის ცხელების ზონაში გამოვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები