ძლიერმა ქარმა კონსტიტუციის ქუჩაზე ალუბლის ხე წააქცია. ფაქტი დღეს დილით მოხდა. მოსახლეობის თქმით, წაქცეულმა ხემ გარკვეული პრობლემები შექმნა. ხემ ეზოს შესასვლელი გადაკეტა, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
„ინფო რუსთავი“ უზრუნველყოფის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდენენ და რეაგირებას უახლოეს პერიოდში მოახდენენ.