ევროკავშირში მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი უქმდება

2017-06-15 11:36:10

ევროკავშირში დღეიდან მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდება, გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან ევროპის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები ზარების განხორციელებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ. კერძოდ კი, ტურისტს საშუალება ექნება ისაუბროს და გაგზავნოს ტექსტური შეტყობინებები იმავე ტარიფით, რომელიც მობილურ ოპერატორს აქვს დაწესებული და რომლითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.

თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაარიცხოს გადასახადი აბონენტს