გუბერნატორი მწერლებს შეხვდა

2017-06-14 20:26:27

ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთაველ მწერლებს შეხვდა. შეხვედრაზე 20-მდე მწერალმა კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. გუბერნატორი მწერლებს სივრცის გამოყოფას შეჰპირდა, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და საუბარს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.