რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულით გაიზარდა

2020-12-04 12:25:29

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

47 პაციენტს დაუდასტურდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში კოვიდ19. კლინიკაში ტესტი კორონავირუსზე 89 პირს აუღეს.

N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულები რუსთაველები არიან. დადასტურებულ შემთხვევათა დიდ ნაწილში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობაა და ისინი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.

კოვიდ19-ის 2 შემთხვევა დადასტურდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკაში ვირუსზე 4 პაციენტი შეამოწმეს. 2-ვე პაციენტი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულების კოვიდის მიმღებ განყოფილებაში აგრძელებს. კოვიდინფიცირებულები შუახნის პირები არიან.

გასულ 24 საათში, რუსთავში, კოვიდ19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI