ცვლილებები რუსთავის საკრებულოში

2020-11-03 15:59:06

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ალეკო ბერიძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო დატოვა. დეპუტატს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა.

ბერიძემ "ინფო რუსთავთან" მიზეზებზე დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ დაუტოვებია და პარტიის წევრად რჩება.

ალეკო ბერიძის ნაცვლად, რუსთავის საკრებულოში გიორგი მღებრიშვილი შევა, თუმცა ვინ იქნება ფრაქციის ახალი თავმჯდომარე, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, გარკვეული პროცედურებისთვის, დაახლოებით, 10 დღეა საჭირო, რის შემდეგაც ზუსტი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება.

რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" 3 წევრითაა წარმოდგენილი. ალეკო ბერიძესთან ერთად, პარტიამ ამ მოწვევის საკრებულოში გურამ ლაცაბიძე და ნანა შატბერაშვილი შეიყვანა.