ოპელის მარკის ავტომობილი 7 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა მე-7 მკრ-ში, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როცა გოგონამ ურნაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად , გზა გადაკვეთა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თაბამშრომლებმა, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟიც, ავტომობილის მძღოლის ვინაობა ცნობილია. გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპოტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლები დაზიანება. ნახეთ ვიდეო.