გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტში არსებულ 31 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 ივნისია. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: 1. განაცხადების გადარჩევა. 2. გასაუბრება.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში მიიღებს.