რუსთავისთვის შეძენილი ახალი ავტობუსები ქალაქიდან 14 კილომეტში, რუსთავი-ლილოს გზაზე არსებულ "გაფორმების ეკონომიკურ ზონაში", დგას.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ქალაქში 5 ერთეული ახალი ავტობუსს შემოიყვანენ. ხოლო სრული რაოდენობით, 40 ავტობუსი, 2021 წლის იანვრის ბოლომდე შემოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით რუსთავისთვის, გორისთვის, ზუგდიდისთვის, ქუთაისისთვის, თელავისა და ფოთისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა, მათი ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.
მუნიციპალიტეტებში გასანაწილებლად გამზადებული ავტობუსები "ინფო რუსთავის" კამერამ დააფიქსირა.