კოვიდ19-ს რუსთავში კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა

2020-10-30 14:26:35

რუსთავში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

71 წლის ქალი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა.

როგორც  კლინიკის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკაში 9 ნოემბერს შეიყვანეს.

ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

გარდა ამისა, ქალაქში გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვილნდა.

ორივე მათგანი ცენტრალური კლინიკის ცხელების ზონაში დადასტურდა.