ხანძარი უნივერმაღთან, რესტორან "იმპერიაში" დაახლოებით 9 საათზე გაჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით ფანჯრებიდან კვამლი გამოდიოდა რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. მეხანძრეებს კარების შემტვრევა მოუხდათ და შენობაში ამ გზით შეაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი სამზარეულში არსებულ ელექტრო სადენებს გაუჩნდა რის შემდეგაც მოხვდა დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. ნახეთ ვიდეო.