რუსთაველი ახალგაზრდები გარდაცვლილი ნახეს

2020-11-27 12:55:18

ქარელში გარდაცვლილი მამაკაცები რუსთაველები არიან. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ახალგაზრდები რუსთავიდან ქარელში სამუშაოდ იყვნენ ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით, მუშები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

რუსთაველია მე-3 მამაკაციც, რომელიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი 31 წისაა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ამას  ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციასთან.

როგორც „ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები