2 მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2020-11-27 11:05:07

ქარელში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მუშები იყვნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ამას  ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციასთან. ერთი მამაკაცი, რომელიც იმავე ბინაში ცხოვრობდა, კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.