ოჯახში ძალადობის ფაქტი

2017-06-13 13:33:07

ოჯახური ძალადობის ფაქტი რუსთავში. დავითგარეჯის ქუჩაზე, 30 წლამდე მამაკაცი, მეუღლეს და ძმას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის, ბინაში დაიწყო და შემდეგ ეზოში გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო, საპატრულო, სასწრაფო და კრიმინალური სამსახურის ეკიპაჟები.

„ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და განარიდეს მეუღლეები“-განაცხადეს შსს-ში.