ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა [video]

2020-11-22 23:51:54

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო/video]

ავარიის დროს დაშავდა მამაკაცი რომელიც "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილს მართავდა.

დაშავებული მალევე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი მამაკაცი, 37 წლის შენგელი იარაჯულია, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.