საშინელი ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე [video]

2020-11-21 00:46:26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს შემდეგ კი ლექსუსის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.