"შავი პარასკევი" საქართველოში [video]

2020-11-24 00:39:09

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" 21 ნოემბრიდან სავაჭრო სფეროში ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებების დღე "შავი პარასკევი" დაიწყო. [ვიდეო/video]

ხალხმრავლობა მთელი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა, განსაკუთრებით დიდი რიგები იყო " "Waikiki"-სა და "HM"-ს მაღაზიებთან.

მომხმარებელი სასურველი ნივთის შესაძენად, პანდემიურ ვითარებაშიც კი, რამდენიმე საათი რიგში იდგა.

რიგები არამარტო მაღაზიების შესასვლელებთან, არამედ სალაროებთანაც იყო, სადაც ხალხის სიმრავლის გამო ფულის გადასახდელად მომხმარებლებს ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ.

იხილეთ ისთ ფოინთში არსებული იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც "შავი პარასკევის" კვირეულთან დაკავშირებით ფასდაკლებები ჰქონდათ/აქვთ:

B&G Store-ში 50% ფასდაკლებაა ზამთრის ახალ კოლექციაზე, ხოლო 70% ფასდაკლებაა გასული წლის კოლექციაზე. Columbia, Converse, Mustang & Napapijri-ის მაღაზიებში 30% ფასდაკლებაა პირველ შენაძენზე, 40% მეორე და 50% მესამეზე. Charles&Keith-ი 40% ფასდაკლებას გათავაზობთ არაფასდაკლებულ კოლექციაზე. Aldo Accessories-ს 40% ფასდაკლებას ყველა არაფასდაკლებულ მოდელზე. OVS-ში 21 და 22 ნოემბერს ბავშვის სამოსის სრულ კოლექციაზე 30%-დან 60%-მდე ფასდაკლებაა. 21, 22 და 23 ნოემბერს 30%-იანი ფასდაკლებაა Koton-ის მაღაზიაში. Marks and Spencer - 40% ფასდაკლებაა ბავშვის სრულ კოლექციაზე. US POLO-40% ფასდაკლებაა ქალისა და მამაკაცის სრულ კოლექციაზე. Sergent Major-ში 40%-მდე ფასდაკლება. Zipp-ში  40%-მდე ფასდაკლება.  H&M-ში 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე. 29 ნოემბრის ჩათვლით Beko-ს წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 40%-იანი ფასდაკლებაა აქვს. Women’secret-ში 23 ნოემბრის ჩათვლით 25% ფასდაკლება ყველაფერზე. Penti-ში 21, 22 ნოემბრეს 25%-დან 50% ფასდაკლებაა.

სხვადასხვა სახის ფასდაკლებები და შემოთავაზებები აქვთ ისთ ფოითში განთავსებულ ყველა სავაჭრო მაღაზიას.

ცნობისთვის, პირველად ტერმინი "შვი პარასკევი" ამერიკაში არა მასშტაბური ფასდაკლებების დღის აღსანიშნად, არამედ 1869 წლის 24 სექტემბერს ამერიკის ოქროს ბაზარზე მომხდარ ფინანსური კრიზისის დროს გამოიყენეს.

1952 წლიდან კი "შავმა პარასკევმა" ახალი მნიშვნელობა შეიძინა და სავაჭრო სივრცეში ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებების დღედ იქცა ამერიკაში. "შავი პარასკევი" მადლიერების დღის შემდგომი დღეა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საშობაო სამზადისის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს, რის გამოც ხალხი რამდენიმე დღით ადრე იკავებს მაღაზიებთან რიგებს.

ეს ტრადიცია სხვა ქვეყნებშიც გადაიღეს და "შავი პარასკევის" დღის ფასდაკლებებით სარგებლობს არამარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები