არჩევნების მეორე ტური რუსთავში

2020-11-21 13:53:18

რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მე-12 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ხმა გამარჯვების ბოლომდე გადორმებას მისცა.

"ხმა მივეცით გამარჯვების ბოლომდე გაფორმებას. რუსთავისა და გარდაბნის განვითარებას. ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.  ჩვენ პირველ ტურში გვქონდა დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა 50% ბარიერის გადასალახად დაგვაკლდა მცირედი.

დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც პირველ ტურში მეორე ტურშიც რუსთავისა და გარდაბნის ამომრჩეველი იქნება განსაკუთრებულად აქტიური და ჩვენ ჩვენს გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე.

ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველ ტურშიც არ გვყავდა კონკურენტი. 11 ათასით მეტი ხმა ავიღეთ ჩვენს კონკურენტებთან შედადრებით და ეს უბრალოდ მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ხმას, მათი მხრიდან გამოცხადებულ ნდობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პოლიტიკურ სამუშაო პროცესს გადავიტანთ საპარლამენტო საქმიანობაში",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-12 სამაჟორიტარო ოქლში ცესკოს მონაცემებით მეორე ტურში გადასხვლა მოახერხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც, თუმცა ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, კირკიტაძე 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, შესაბამისად არც არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები