რევოლუციური აღმოჩენა კიბოს სამკურნალოდ

2020-11-19 22:19:12

თელ-ავივში გენეტიკური მანიპულაციების დახმარებით კიბოს უჯრედების განადგურება შეძლეს.

რევოლუციურ აღმოჩენაზე კვლევა ისრაელში პროფესორი დენ პირის ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელიც ისრაელის კიბოს კვლევის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ CRISPR/Cas9 სისტემა მეტასტაზურ კიბოსთან ბრძოლაში ძალიან ეფექტიანია.

მათ შექმნეს ნანონაწილაკებზე დაფუძნებული მიწოდების სისტემა, რომელიც პოულობს კიბოს უჯრედებს და გენეტიკური მანიპულაციებით მათ ანადგურებს. სისტემის დახმარებით, რომლის სახელწოდებაც CRiSPR-LNP არის, მესენჯერული რნმ ჯდება კიბოს უჯრედის დნმ-ში და Cas9 ენზიმს აკოდირებს, რასაც კიბოს უჯრედი თვითგანადგურებამდე მიჰყავს.

"ეს არის მსოფლიოში პირველი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ CRISPR გენომის ცვლილების სისტემა ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ ცოცხალ ცხოველში კიბოს სამკურნალოდ. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არ არის ქიმიოთერაპია. ახალ ხერხში არ არის გვერდითი მოვლენები და ამ ხერხით მკურნალობის შემდეგ, კიბოს უჯრედები ხელახლა აღარ წარმოიქმნება. Cas9 -ის მოლეკულური მაკრატელი კიბოს უჯრედების DNA-ს ანადგურებს. ხდება მისი განადგურება და ხელახლა წარმოშობის პრევენცია",- აცხადების კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი.

მეცნიერებმა კვევისთვის 2 სახეობის ყველაზე მკვლელი კიბოს დაავადება შეარჩიეს, ესენია: გლიობლასტომა და საკვერცხეების მეტასტაზური კიბო. გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპია. პაციენტი მისი დიაგნოზის დასმიდან 15 თვით ცოცხლობს და მხოლოდ 5 წლიანი სიცოცხლის გარანტია ამ კიბოს გადარჩენილ 3%-ს შორის. CRISPR-LNP-ის ერთჯერადმა მკურნალობამ გლიობლასტომის სიმსივნით დაავადებულ თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა, ხოლო გადარჩენის მაჩვენებელი 30%-ით გააუმჯობესა.

საკვერცხეების კიბო ქალების გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მიუხედავად ბოლო წლების მიღწევებისა, ამ დაავადების მქონე პაციენტების მხოლოდ მესამედის გადარჩენა ხერხდება. დაავადებული თაგვების CRISPR-LNP-ით მკურნალობის შემდეგ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი საერთო გადარჩენის მაჩვენებელი 80%-ით გაიზარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები