3 წლამდე ბავშვი, რომელიც რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკა "რუსთავში" იყო მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა 3 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში, დილის საათებში მოხდა.