გამთენიისას მეგობრობის გამზირზე (N2 პოლიკლინიკის წინ) გზის პირზე განთავსებული 2 ჯიხური გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავემ ქვით მოახერხე მინების ჩამტვრევა და შემდეგ ვიტრინაში განთავსებული სიგარეტები მოიპარა. ნახეთ ვიდეო.
შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს".