რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან 4 პაციენტს კოვიდ19 ცენტრალურ საავადმყოფოს ცხელების ზონაშია დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ ინფო რუსთავს განუცხადა, ლაბორატორიულ კვლევაზე 11 ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 4-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.
8 ახალი შემთხვევა კი კლინიკა "რუსთავში" არსებულ ცხელების ზონაში გამოვლინდა.