რუსთავში მარის არხის დასახლებაში გარე განათების ქსელი მოეწყოო.
სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა" შეასრულა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამსახურის ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ განუცხადა, გაიჭიმა ნახევარი კილომეტრის სიგრძის ხაზი, დამონტაჟდა 18 ბოძი და 60-მდე სანათი წერტილი მოეწყო. ქუჩები LED სანათებით განათდა.
ცნობისთვის, აქამდე მარის არხში გარე განათების სისტემა საერთოდ არ არსებობდა და ეს პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.