რუსთავში ყაზბეგის, მეგობრობის ნაწილს, მაჩაბელის, ვაჟა-ფშავალას და ვახუშტის ქუჩის აბონენტებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია"ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს ყაზბეგის ქუჩაზე ელექტროფიდერი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყდა.
"კომპანიის წარმომადგენლები უკვე ეძებენ დაზიანების ადგილს. იმ შემთხვევაში თუ მარტივი დაზიანებაა, ალტერნატიულ ხაზე გადართავენ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება და მალევე აღდგება. თუ არადა ერთი საათის განმავლობაში შეიძლება გასტანოს სამუშაოებმა",- განუცხადეს ინფო რუსთავს კომპანიაში.