არჩევნების მეორე ტური რუსთავში

2020-11-18 15:47:37

პოლიტიკურმა პარტიებმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ერვოპულმა საქართველომ" რუსთავში საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლები უკან გამოწვიეს.

საარჩევნო პროცესს არ დააკვირდებიან არც მათი დამკვირვებლები.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჩიქოვანმა განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრეს რუსთავის და გარდაბნის მე-12 სამაჟორიტარო ოქლში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცესკო საბოლოო მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში მონაწილეობის უფლება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა დავით კირკიტაძემ მოიპოვეს, თუმცა კირკიტაძე მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, რადგან მათი განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არის არალეგიტიმური და ის "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები