სასწრაფო დახმარების უფროსი კოვიდ19-ით გარდაიცვალა

2020-11-18 14:01:19

ახალციხის სასწრაფო დახმარების უფროსი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, 60 წლამდე მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. გუშინ გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები