მაიკ პომპეო საქართველოშია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.
პომპეო საქართველოში ორი დღის განმავლობაში დარჩება და ამ დროის განმავლობაში ის მთავრობის წარმომადგენლებს, პრეზიდენტსა და პატრიარქს შეხვდება.